აივ დადებით პირთა სათემო “ასოციაცია ბროწეული” განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან პაციენტების მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ფაქტზე

აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია “ასოციაცია ბროწეული” შეშფოთებას გამოთქვამს შ.პ.ს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მხრიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტთა სტაციონალური მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის გამო.

აღნიშნულ ფაქტს  პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებად ვაფასებთ, რაც საექიმო საქმიანობისას უკიდურეს პროფესიულ გულგრილობას წარმოადგენს. 

შიდსის მკურნალობისა და მოვლის სერვისები ქვეყანაში ცენტრალიზებულია. თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი  აღმოსავლეთ საქართველოში შიდსის მქონე პაციენტთათვის მკურნალობისა და მოვლის სერვისების მონოპოლისტი მიმწოდებელია. პაციენტების მკურნალობის გარეშე დატოვება, ცენტრის ხელმძღვანელობის მორალურ ღირებულებებზე მეტყველებს. 

შიდსის ცენტრი  არაეფექტური მენეჯმენტის გამო წლების განმავლობაში სწორედ ამგვარ უკიდურეს პირობებში გვემსახურებოდა. იმ ფონზე როდესაც მათი  დონორული და სახელმწიფო დაფინანსება იდენტურია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების. 

ცენტრში ადამიანის ღირსების შემლახავი გარემოა. Რაც არ არის განპირობებული მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემებით. 

სისტემატურად ირღვევა პაციენტთა კონფიდენციალობა. არასრულად ვიღებთ გლობალური ფონდისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებს. რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

შიდსის ცენტრი სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს. რაც მათ სანდოობაზე ეჭვს აჩენს. 

მათი ინფორმაციით 2020 წლის მაისის თვეში აივ შიდსის გავრცელება ქვეყანაში შემდეგ მონაცემებს ეყრდნობოდა:

  • აივ ინფიცირებულთა სავარაუდო 9 400 შემთხვევა
  • გამოვლენილი 5 480 ადამიანი 
  • მკურნალობაზე მყოფი 4597 ადამიანი

ივლისის მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არაგონივრული ცვლილებებია.

  • აივ ინფიცირებულთა სავარაუდო 10500 შემთხვევა
  • გამოვლენილი 8 376 ადამიანი
  • მკურნალობაზე მყოფი 5 220 ადამიანი

ცენტრალიზებული ინფექციური საავადმყოფო საბჭოთა  მედიცინის მემკვიდრეობაა. 

საერთაშორისო გამოცდილება ეფექტიანი მკურნალობის განსხვავებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. 

აღსანიშნავია ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტისა და ტუბერკულიოზის პროგრამების ფარგლებში სერვისების დეცენტრალიზაციის გზით მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

გამოვლენილ აივ დადებით პირთა 16% მა საქართველოში გეოგრაფიული და სისტემური ბარიერების გამო მკურნალობა შეწყვიტა.  

მივმართავთ საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს

პაციენტთა ჩართულობით დაიწყოს აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის სამუშაო პროცესი. 

Ჩვენი მოთხოვნა ქვეყანაში შიდსის სერვისების დეცენტრალიზებაა.

არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე!

დრო როდესაც მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები პირები იღებდნენ გადაწყვეტილებებს წარსულია. პაციენტთა ჩართულობის გარეშე დაუშვებელია მათ ჯანმრთელობის მართვაზე გადაწყვეტილების მიღება და გადასახადების გადამხდელთა ფინანსების განკარგვა. 

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Powered by WordPress.com.

ზედა ↑

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე